ვინჩენცო მონტელა: არ მეგონა, თუ პატრიკ კესი ასეთი კარგი იქნებოდა

AutoSharing Option
"კროტონესთან" საგარეო გამარჯვების (3:0) შემდეგ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მინტელამ კომენტარი გააკეთა. მან გუნდის ახალწვეულის, ფრანკ კესის შესანიშნავი თამაში გამოარჩია. ზოგადად, მონტელა თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

"ძალიან მომეწონა ის განწყობა, რომელიც ჩვენს გუნდში ამ თამაშისთვის იყო. დიდი ყურადღებით და ინტენსიურად ვითამაშეთ. კონცენტრაციას მთელი შეხვედრის განმავლობაში ვინარჩუნებდით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თამაშის უკეთესად მართვა, რათა გუნდი-გამარჯვებული გავხდეთ. ამ თამაშში იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია. რა თქმა უნდა, "კროტონეს" ფეხბურთელის გაძევებამ ამოცანის შესრულება
გაგვიადვილა, მაგრამ დავინახეთ რამდენიმე ნაკლიც, რომელთა გამოსწორებაზეც მონდომებით უნდა ვიმუშაოთ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე? ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ პირველი, ვინც ახლა თავში მომდის, ეს არის კესი. მან შესანიშნავად ითამაშა. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ვიცოდი, რომ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, არ მეგონა, თუ ასე ითამაშებდა", - თქვა მონტელამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული