კლაუდიო მარკიზიო მიდის?

AutoSharing Option
"იუვენტუსის" 31 წლის ნახევარმცველი და ერთ-ერთი სიმბოლო, კლაუდიო მარკიზიო, შესაძლოა, "ბებერი ქალბატონიდან" ჯერ კიდევ ამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წავიდეს. ამის თაობაზე "გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება.

საქმე ისაა, რომ "იუვე" შუა ხაზში შემადგენლობას აძლიერებს. გუნდმა ცოტა ხნის წინ "პარი სენ ჟერმენიდან" საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი დაიმატა. იტალიური მედია ირწმუნება, რომ ტურინელები კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვას აპირებენ.

მარკიზიო კი აღარ არის დარწმუნებული, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება გუნდისთვის, როგორიც იყო ადრე და ურჩევნია, ისეთი კლუბი იპოვოს, სადაც ლიდერი იქნება.

ის
"იუვენტუსში" 2006 წლიდან თამაშობს და მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა იჯარით "ემპოლიში". "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში მარკიზიომ 280 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა, იტალიის ნაკრების ღირსება კი 55 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეები 5-ჯერ დაამწუხრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული