ჯიჯი ბუფონი: ვიდეოგამეორება? მაშინ წყალბურთი ვითამაშოთ!

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ფეხბურთში ვიდეოგამეორებების წინააღმდეგ გაილაშქრა. ორ სასტარტო ტურში ვიდეორეფერიმ უკვე ორჯერ "დანიშნა" პენალტი მის კარში. პირველ შემთხვევაში მან შეძლო დარტყმის მოგერიება, "ჯენოასთან" კი ბურთის ბადიდან გამოტანა მოუხდა. ალბათ, საინტერესოა ბუფონის აზრი:

"თავიდან ჩვენ ვიცოდით, რომ ვიდეოგამეორება გამოყენებული იქნებოდა გოლის ან საკამათო თამაშგარეების დროს. ახლა საქმე სხვანაირადაა. მას იყენებენ საჯარიმოში მომხდარ თითქმის ყველა შეხებასა და შეჯახებაზე.

ეს უკვე აღარ არის ფეხბურთი. ეს ძალიან ემსგავსება წყალბურთს... მეორე მომენტია ის, რომ ვიდეორეფერის გამოყენებას ბევრი დრო მიაქვს.

სიმართლე
გითხრათ, მე არ ვიყავი ბედნიერი, როცა ჩვენ სასარგებლოდ დაინიშნა 11-მეტრიანი. ვიცოდი, რომ ამ ეპიზოდის განხილვა დიდ დროს წაიღებდა და საბოლოო ჯამში ასეც მოხდა: განხილვას და საბოლოო ვერდიქტის გამოტანას 3 წუთი დასჭირდა... "იუვენტუსი" შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

ჩვენი გუნდი ძალიან ხშირად ტრიალებს მოწინააღმდეგის საჯარიმოში. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ გასული სეზონის განმავლობაში მხოლოდ 3 პენალტი დავარტყით. ახლა, როცა დაინერგა ვიდეორეფერი, შეიძლება სეზონის განმავლობაში 15 11-მეტრიანი შევასრულოთ. მაგრამ მე მაინც არ ვარ კმაყოფილი ამ სიახლით. ჩემი აზრით, ვიდეორეფერი უნდა გამოიყენონ მხოლოდ სადავო თამაშგარეების ან გოლების დროს, რომლებზეც აზრი არ იქნება ერთმნიშვნელოვანი", - განაცხადა ბუფონმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული