სერია A. III ტურის წინ: მონტელას 17 თავსატეხი

AutoSharing Option
გაიარა ცხელმა აგვისტომ და იტალია ჩვეულ დროს უბრუნდება. მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ კვირის მატჩების დიდი ნაწილი საღამოთია დანიშნული. მთავარი მატჩიც ამ დღესაა - "ლაციო" "მილანს" მასპინძლობს.

"როსონერიმ" ამ დღეებში საკლუბო რეკორდი დაამყარა - სანაკრებო ბატალიებისას "მილანის" ერთბაშად 17 მოთამაშე თავისი ქვეყნის ღირსების დასაცავად გაემგზავრა.

ეს კი დიდი თავსატეხია ვინჩენცო მონტელასთვის, რომელსაც შეგირდების ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვა ახლა განსაკუთრებით მოუწევს.

ფაქტები
  • "მილანს" ტრავმირებული ჰყავს ნახევარმცველი ჯაკომო ბონავენტურა, ხოლო "ლაციოს", ასევე ტრავმების გამო, არ ეყოლებიან "ვალენსია
    დან" იჯარით აყვანილი პორტუგალიელი შემტევი ლუიშ ნანი და 22 წლის ფორვარდი კრისტიანო ლომბარდი.
  • თუ "მილანი" გაიმარჯვებს, 2006/07 წლების სეზონის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა "როსონერის" ჩემპიონატის პირველი სამი თამაში ექნება მოგებული.
  • "მილანს" ბოლო 18 მატჩში "ლაციოს" კარში ერთი გოლი მაინც აქვს გატანილი.
  • "ლაციომ" "მილანი" შინ ბოლოს 2015 წლის იანვარში დაამარცხა - 3:1.
  • "იუვენტუსს" "კიევოსთან" საშინაო მატჩში არ ეყოლება ტრავმირებული ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი, ხოლო სტუმარს დააკლდება ვეტერანი ფორვარდი რიკარდო მეჯორინი.
  • ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 3 და მეტი გოლი გადის. სულ, "იუვენტუსს" "კიევოსთან" 14 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი, ვერონელების ანგარიშზე კი მხოლოდ 9 გოლია.
  • 2001 წლის შემდეგ, როცა "კიევო" სერია A-ში აღზევდა, ამ გუნდსა და "იუვენტუსს" მხოლოდ ჩემპიონატში აქვთ ნათამაშები. სულ 28 მატჩში 20 გამარჯვება ტურინულმა გრანდმა იზეიმა, 1 მატჩი მოიგო "კიევომ" (2010 წლის იანვარში 1:0), ხოლო 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "რომამ" "სამპდორია" სტუმრად ბოლოს 2013 წელს დაამარცხა (2:0).
  • ამ გუნდების ურთიერდაპირისპირებებში "სამპდორიას" ზედიზედ 2 საშინაო გამარჯვება აქვს - 3:2, 2:1.
  • "რომამ" ცოტა ხნის წინ "სამპდორიადან" 21 წლის ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიკი იყიდა.
  • "რომასა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 5 მატჩში საშუალო შედეგიანობა 4.0 გოლს აღწევს.
  • "კალიარიმ" წინა სეზონში "კროტონეს" ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 2:1 მოუგო.
  • ტრავმის გამო "ფიორენტინას" არ ეყოლება ახალშეძენილი ფრანგი ნახევარმცველი ვალენტინ ეისერიკი.
  • "ვერონა"-"ფიორენტინას" ბოლო დაპირისპირებებში მასპინძელ გუნდს 2013 წლის შემდეგ ("ფიორენტინა"-"ვერონა" 4:3) არ მოუგია.
  • "ვერონას" "ფიორენტინა" შინ 2001 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.
  • "ნაპოლიმ" "ბოლონიას" ბოლო 3 მატჩი მოუგო საერთო ანგარიშით - 16:2.

იტალია. სერია A. III ტური
შაბათი. 9 სექტემბერი
იუვენტუსი-კიევო 20:00
სამპდორია-რომა 22:45

კვირა. 10 სექტემბერი
ინტერი-სპალ 14:30
ატალანტა-სასუოლო 17:00
კალიარი-კროტონე 17:00
ლაციო-მილანი 17:00
უდინეზე-ჯენოა 17:00
ვერონა-ფიორენტინა 17:00
ბენევენტო-ტორინო 20:00
ბოლონია-ნაპოლი 22:45

ბომბარდირები: 4 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 3 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ