მილიკი იჯარით "კიევოში" თამაშის წინაღმდეგი არაა

AutoSharing Option
შარშან ამსტერდამის "აიაქსიდან" გადასული 23 წლის პოლონელი თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი "ნაპოლიში" შესანიშნავად ათამაშდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს, ამ სეზონშიც იგივე დაემართა და კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ მწყობრში ჩადგომის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად "კიევოში" გააიჯარებს.

თავად ფეხბურთელი პრეზიდენტის შეთავაზებას გაგებით მოეკიდა:"სამი კვირის წინ გამიკეთეს ოპერაცია. მუხლი ჯერ კიდევ გასიებული მაქვს, ხანდახან მტკივა კიდეც, თუმცა უკეთესობას ვგრძნობ. რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს.

პირველი ორი კვირა გამიჭირდა. მინდა თანადგომისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. იჯარით სხვა გუნდში თამაშს არ გამოვრიცხავ. ეს ფორმის
აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. ნაკრებში სათამაშოდ კი მუდამ მზადა ვარ".
ასევე დაგაინტერესებთ