ალეგრი გაძევებისთვის მანძუკიჩს მადლობას უხდის

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში ტურინის "იუვენტუსს" სტუმრად "უდინეზესთან" თავდამსხმელი მარიო მანძუკიჩი 26-ე წუთზე გაუძევეს, როდესაც ანგარიში 2:1 იყო ბიანკონერის სასარგებლოდ და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა გუნდმა მაინც მოახერხა მეტოქის გაბითურება (6:2).

ნამატჩევს "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ Mediaset Premium-ს შემდეგი განუცხადა:"ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგ შეხვედრაში მარიო უნდა დამესვენებინა. ისე კი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მძიმე ბრძოლაში გამარჯვება გვესაჭიროებოდა.

ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ დღევანდელის მსგავსი გვჭირდებოდა. კაცნაკლული გუნდი უფრო მობილიზებული გახდა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულაქველიძის გაძევება გამახსენდა ერევნის არარატთან,ერევანში.4-1 მოვიგეთ.
სოსო
10:15 24-10-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული