კასანო: შემეძლო მესის და ნეიმარის დონის ფეხბურთელი გავმხდარიყავი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ Rai Sport-ს განუცხადა, რომ ზარმაცობდა, თორემ უფრო დიდი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო:

"პრობლემური ბიჭი ვარ, არასოდეს არ ვიცი, როგორ ხასიათზე გამეღვიძება. შემეძლო სხვა პლანეტაზეც მეთამაშა, მაგრამ არ მიყვარს ვარჯიში. სამაგიეროდ, ჭამა მიყვარს. ვიცი, ამით კარიერა გავიფუჭე.

მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდი: "რეალში", "ინტერსა" და "მილანში". ჭკუა რომ მქონდეს, მარსზე უნდა მეთამაშა. მესის და ნეიმარის დონეს მივაღწევდი".

35 წლის ანტონიო "ვერონას" შეუთანხმდა კონტრაქტის გაფორმებაზე, 99-ნომრიანი მაისურაც აიღო, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ 35 წლის ასაკში
ფეხბურთის თამაშს თავს ანებებს.

მან სხვადასხვა გუნდსა და "სკუადრა აძურაში" 137 გოლი გაიტანა, გახდა იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონი და ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი.

2010 წელს დაქორწინდა ყოფილ წყალბურთელზე, კაროლინა მირჩალისზე და ორი შვილი ჰყავს, 6 წლის კრისტოფერი და 4 წლის ლიონელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული