დე როსი - მწვრთნელს: მე რა ჯანდაბა მინდა მოედანზე, ინსინიე შეუშვი

AutoSharing Option
შვედეთთან მუნდიალის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩისას მომხდარი ამბის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ვალერიო კურჩო იუწყება, რომელიც სკუადრა აძურას სათადარიგოთა სკამის სიახლოვეს იმყოფებოდა.

მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ საყრდენ ნახევარმცველს დანიელე დე როსის ასისტენტის პირით შეუთვალა გახურებულიყო, ის კი გაბრაზდა და უთხრა:"რა ჯანდაბის გულისთვის უნდა გავხურდე? ჩვენ ფრე კი არა, გამარჯვება გვჭირდება!" და თავდამსხმელ ლორენცო ინსინიესკენ მიუთითა, რომელიც რატომღაც არ ათამაშეს.

დე როსიმ შეხვედრის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.