არიგო საკის მაურიციო სარის "ნაპოლი" მოსწონს

AutoSharing Option
ცნობილი მწვრთნელის არიგო საკის აზრით, იტალიაში ფეხბურთისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს:

"ფეხბურთი მთელს სამყაროში იცვლება. სამწუხაროდ, ჩვენთან ძნელია ამის გაკეთება. მენტალიტეტის შეცვლას უნდა შევეცადოთ. სანახაობრივი ფეხბურთის თამაში გვმართებს, მეტი ემოციებია საჭირო.

მაურიციო სარის "ნაპოლის" მოგიყვანთ მაგალითად. მისი გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს. გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდნენ, რაც აქ კატასტროფად ითვლება. ჩვენთან მთავარი პირველი ადგილის დაკავებაა. "ნაპოლი" სხვებისგან თავისი ხელწერით და სახით განსხვავდება. სწორედ ასეთი იყო ჩემი "მილანი". ამიტომ მომწონს სარის გუნდი".
ასევე დაგაინტერესებთ