კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა

AutoSharing Option
ამჟამად მეუღლესთან კანადაში მყოფ მწვრთნელთან კარლო ანჩელოტისთან ორი დღე აწარმოებდა მოლაპარაკებას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ ნაკრების ჩაბარებაზე ვერ დაიყოლია.

ანჩელოტი იტალიურ ფეხბურთში რეფორმების გატარებას და პრეზიდენტის კარლო ტავეკიოს საკითხში სიცხადის შეტანას ითხოვდა, ეს თავად ფედერაციას არ აწყობდა და მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ეს ინფორმაცია Radio Deejay-ს ეთერში ანჩელოტის აგენტმა ჯოვანი ბრანჩინიმ დაადასტურა.

სკუადრა აძურას მწვრთნელობის მთავარ კანდიდატებად ახლა რობერტო მანჩინი (ზენიტი) და ანტონიო კონტე (ჩელსი) განიხილებიან.