მასიმილიანო ალეგრი: კარგი შეხვედრა ჩავატარეთ

AutoSharing Option
ტურინის ''იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მილანის ''ინტერთან'' შეხვედრა შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით მისმა გუნდი კარგი მატჩი ჩაატარა.

''ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ამას ისიც მოწმობს, რომ მეტოქემ კარში მხოლოდ ერთხელ დაგვირტყა. მეორე ტაიმში გოლის გატანა არაერთხელ შეგვეძლო, თუმცა იღბალი ჩვენსკენ არ იყო.

ალეგრის ჟურნალისტებმა დიბალას სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზზეც ჰკითხეს.

ფეხბურთში ტექნიკურ შესაძლებლობებზე მაღლა ფიზიკურ მომზადებას ვაყენებ, სისწრაფე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ, დიბალა შეხვედრის ბოლოს უფრო სასარგებლო იქნებოდა'', - განაცხადა ალეგრიმ.


მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული