2005 წლის ლიგის ფინალმა გული ყველაზე მეტად მატკინა - კაკა ფეხბურთიდან წავიდა [PHOTO]

AutoSharing Option

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. სამხრეთამერიკელს ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორებიც ''მილანი'' და მარდიდის ''რეალია''.

თუმცა, რა თქმა უნდა, კაკას საუკეთესო წლები ''როსონერის'' უკავშირდება, როდესაც იგი გუნდის უდავო ლიდერი იყო.

ჩვენ კი მის განვლილ კარიერას თვალი კიდევ ერთხელ შეგვიძლია გადავავლოთ.

ინტერვიუ 2013 წელსაა ჩაწერილი.

როდესაც ბრაზილია დავტოვე...

''მილანში'' როდესაც გადავედი, 21 წლის ვიყავი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა იყო. ბრაზილიელი ფეხბურთელები ოცნებობენ, სათამაშოდ ევროპის დიდ კლუბებში წავიდნენ და ''როსონერი'' მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

როდესაც მე ''მილანში''
გადავედი, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ახლა კი ვეტერანი ვარ!

Sportall.Ge

ყველაზე ბედნიერი ვიყავი...

უბედნიერესი ვიყავი, როდესაც 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. ახალგაზრდა ვიყავი და ცოტას ვთამაშობდი, თუმცა მე ხომ გუნდის ნაწილად ვითვლებოდი?! - რონალდო კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ეს არის უდიდესი მიღწევა ფეხბურთელისთვის და იგი ყველა ბრაზილიელი მოთამაშისთვის კარიერის მთავარი მიზანია.

Sportall.Ge

დღე, რომელმაც გული ყველაზე მეტად მატკინა...

ყველაზე მეტად გული 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მწყდება და მას ვერ ვივიწყებ. როდესაც ანგარიში 3:0 მიგყავს, ვალდებული ხარ, მატჩი ბოლომდე მიიყვანო.

Sportall.Ge

მილანს საუკეთესო ფანები ჰყავს...


''მილანში'' როდესაც ვიყავი, ყველა დღე ემოციური და მნიშვნელოვანი იყო, მე ხომ კლუბის ისტორიის ნაწილი ვიყავი. ამ კლუბს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და ისინი ჩემ მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ.

Sportall.Ge

რომა არა ფეხბურთელი, ვიქნებოდი...

რომ არა ფეხბურთელი, ევანგელისტი პასტორი ვიქნებოდი. მე ძალიან რელიგიური პიროვნება ვარ.

როდესაც მაისურზე წარწერა, ''მე იესოს ვეკუთვნი'' გამოვაჩინე, ეს ამის მტკიცებულება იყო.

გატანილი გოლის შემდეგ სწორედ ამიტომ მივუთითებ ზეცისკენ, ამით მივანიშნებ, თუ სადაც არის ჩემი გული.

Sportall.Ge

ჩემთვის გმირები არიან...

ჩემი მშობლები ჩემთვის ნამდვილი გმირები არიან. ისინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ, რომ ჩემთვის განათლება მოეცათ და თავი ბედნიერად მეგრძნო.

რომ არა ისინი, მე არ ვიქნებოდი დღეს ის, რაც ვარ.

ჩემთვის ყველაზე საამაყო მომენტია...

ყველაზე ამაყი ვიყავი, როდესაც ჩემმა ყოფილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიშელ პლატინის შემადარა. ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელიც მიმიღია.

პლატინი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო და მასთან შედარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

Sportall.Ge

ჩემთვის ფეხბურთი არის...

ფეხბურთი თამაშია, რომელსაც ძალიან ბევრი სიხარული მოაქვს. იგი საშუალებას მაძლევს, მისაბაძი მაგალითი ვიყო და ბევრ ადამიანს დავეხმარო.

Sportall.Ge

სიტყვები, რომლებითაც ჩემს თავს დავახასიათებდი...

ერთგული, შრომისმოყვარე და თავდადებული. ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ ფეხბურთსა და ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიო.

ფეხბურთი გუნდური თამაშია. შენ გიწევს იმუშავო სხვებთან ერთად თამაშისა და ვარჯიშის დროს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო.

ყველაზე მეტად ვუფრთხილდები...

ჩემს ოჯახს. ჩემი ცოლი და შვილები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან.

Sportall.Ge

ერთი სურვილი რომ გქონდეთ...

სინამდვილეში ორი უნდა ყოფილიყო... ვისურვებდი, ''ჩემპიონთა ლიგა'' მომეგო მადრიდის ''რეალთან'' ერთად და ''მარაკანაზე'' ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გავმხდარიყავი.



ასევე დაგაინტერესებთ