ლორენცო ინსინიემ გონსალო იგუაინი "ნაპოლის" უპატივცემულობაში დაადანაშაულა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსმა" "სან პაოლოზე" 1:0 გონსალო იგუაინის გოლით დაამარცხა. ამის შემდეგ მოედანზე პიპიტას კარგა ხანი ცხარედ ეკამათებოდა მასპინძელთა ფორვარდი ლორენცო ინსინიე, რომელიც გუნდში ერთადერთი ძირძველი ნეაპოლელია.

ეს ამბავი ინსინიემ "გაზეტა დელო სპორტს" განუმარტა: "არ ითქმის ის, რაც ვუთხარი, მაგრამ მან გამიგო. იმედგაცრუებული ვიყავი. ჩვენთან სამი წელი ითამაშა, მერე კი ის არჩევანი გააკეთა, რომელიც გააკეთა. შარშანაც გაგვიტანა გოლები, მაგრამ არ უზეიმია, ახლა კი სხვაგვარად მოიქცა.

იგუაინმა ყოფილ თანაგუნდელებს პატივი უნდა სცეს. ამბობს, რომ ჩვენი მეგობარია და თამაშის
წინ წერილებს გვიგზავნის, შემდეგ კი ჩვენ წინ გოლს ზეიმობს. ეს უპატივცემულობაა".
მკითხველის კომენტარები / 2 /
პროვინციული შუღლი
ანდრი
25 დეკემბერი 2017 18:56
0
თუ ასეა თქვენც ნუღარ გაატანინებთ გოლებს...
elo
23 დეკემბერი 2017 10:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული