რატომ არ ათამაშებს ალეგრი დიბალას? - "მას ყველაფერი ესმის"

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "რომასთან" (1:0) მოგების შემდეგ ახსნა, თუ რატომ არ ათამაშა ზედიზედ მესამედ სასტარტოში პაულო დიბალა.

"რომასთან" მატჩში დიბალა სათადარიგოში იყო, ხოლო გასულ ორ მატჩში შეცვლაზე შედიოდა და ბოლო 15 წუთს თამაშობდა.

"4-3-3 სქემაში მატიუდი და ისეთი ჰავბეკები, როგორიც პიანიჩია, მნიშვნელოვნები არიან იმ საკითხში, რომ თავისუფალ ზონებში იმოძრაონ. პაულოსთან სიტუაციაში პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა იქნებოდა, ის რომ არ ყოფილიყო. ამ მომენტისთვის სიტუაცია ასეთია, სეზონი გრძელია, წინ ბევრი მატჩია, სადაც მისი გოლები დაგვჭირდება.

არის მომენტები, როცა საჭიროა
ეს ფეხბურთელები და ზოგჯერ სხვა მოთამაშეები. დღეს სიმჭიდროვე და საიმედოობა გვჭირდებოდა. დიბალა შეცვლაზე რომ შესულიყო, კარგად ითამაშებდა.

მას ყველაფერი ესმის და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. "ჯენოასთან" მან კარგად ითამაშა, მაგრამ მე ავუხსენი მას, რომ ცენტრფორვარდის პოზიცია მისთვის არაა", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხრილს რატომ არ ცვლით საინტერესოა, ნაპოლი პირველ ადგილზეა და იუვენტუსი მეორეზე,არ იცით თუ არ გინდათ გაიგოთ.
0

სიახლეები პოპულარული