"რომასთან" მატჩში დიბალა სათადარიგოში იყო, ხოლო გასულ ორ მატჩში შეცვლაზე შედიოდა და ბოლო 15 წუთს თამაშობდა.
"4-3-3 სქემაში მატიუდი და ისეთი ჰავბეკები, როგორიც პიანიჩია, მნიშვნელოვნები არიან იმ საკითხში, რომ თავისუფალ ზონებში იმოძრაონ. პაულოსთან სიტუაციაში პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა იქნებოდა, ის რომ არ ყოფილიყო. ამ მომენტისთვის სიტუაცია ასეთია, სეზონი გრძელია, წინ ბევრი მატჩია, სადაც მისი გოლები დაგვჭირდება.
არის მომენტები, როცა საჭიროა
მას ყველაფერი ესმის და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. "ჯენოასთან" მან კარგად ითამაშა, მაგრამ მე ავუხსენი მას, რომ ცენტრფორვარდის პოზიცია მისთვის არაა", - თქვა ალეგრიმ.
მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით