იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "მილანმა" სახლში ლეონარდო ბონუჩის გოლით გაჭირვებით, 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "კროტონე". სხვათა შორის, ეს როსონერიში მისი პირველი გოლია. ნამატჩევს გუნდის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"70 წუთი კარგად ვითამაშეთ, მერე ბევრი შეცდომები დავუშვით და საქმე კინაღამ გავაფუჭეთ. ბიჭების შრომით კმაყოფილი ვარ. რაც გუნდში მოვედი, თავს არ ზოგავენ. არა გვყავს ურიგო გუნდი, მაგრამ ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს".