ლუჩანო სპალეტი: ისევე როგორც წარსულში, შიში გვეუფლება

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ინტერმა" სახლში ვერ შეძლო ერთ-ერთი აუტსაიდერის "კროტონეს" დამარცხება (1:1) და უკვე 8 ტურია არ გაუმარჯვია. ამ მატჩის შემდეგ ნერიაძურის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შემდეგი განაცხადა:

"ბუნებრივია შეშფოთებულნი ვართ, რადგან რიგი ცვლილებების მიუხედავად თამაშს ვერ ვაუმჯობესებთ. აშკარაა პრობლემები გვაქვს. მეტოქემ ანგარიში რიკოშეტით გაათანაბრა, მაგრამ ეს არ გვამართლებს.

როგორც რამე ისე არ მიდის, ვეღარ ვვარგობთ. ისევე როგორც წარსულში, შიში გვეუფლება. სხვა გამოსავალი არ არსებობს, სიტუაციის გამოსწორებას უნდა შევეცადოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული