რონალდო: იტალიის ჩემპიონად "ნაპოლის" ვისურვებდი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ იტალიის სერია "ა"-ს შესახებ ისაუბრა. სამხრეთამერიკელს სურს, ჩემპიონობა "ნაპოლიმ" მოიპოვოს.

"რამდენიმე თვის უკან ბედნიერი ვიყავი, რადგან "ინტერი" შესანიშნავ თამაშს ანახებდა. ახლა გუნდმა მოუკლო, თუმცა ეს მწვრთნელის ბრალი არ არის. სპალეტის დრო სჭირდება და სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებს.

იკარდის "რეალში" ტრანსფერი? სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ "რეალში" გადასვლა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ვის ვისურვებდი სერია "ა"-ს ჩემპიონად? რა თქმა უნდა, "ინტერს", თუმცა "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის არჩევანს მაურისიო სარის გუნდზე გავაკეთებდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული