ესპანელ კარის დარაჯს მიმდინარე სეზონის ბოლოს ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, რეინას კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
ასე რომ, "მილანისთვის" ესპანელი საუკეთესო გამოსავალი იქნება, რადგან სერია "ა"-საც უკვე კარგად იცნობს და საკმაოდ გამოცდილიცაა.