"ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც "ლაციოს" წინააღმდეგ სათამაშოდ გამოვდივარ. მე ამ გუნდის ფანი ვარ. არასდროს დამავიწყდება დრო, როდესაც ბაბუას "ბიანკოჩელესტის" თამაშებზე დავყავდი".
რომანიოლის ჟურნალისტებმა სიტყვა ჯენარო გატუზოსთან დაკავშირებითაც ჩამოუგდეს.
"გატუზოს მოსვლის შემდეგ დაცვითი ფუნქციების გაუმჯობესებაზე უფრო ბევრს ვმუშაობთ. მან ჩვენ უფრო შეუპოვარ და მებრძოლ გუნდად გვაქცია. იგი ნამდვილი ჩემპიონია, რომელმაც საფეხბურთო კარიერაში ყველაფერი მოიგო", - აღნიშნა რომანიოლიმ.