"მილანში" რუსული ინვესტიცია არ ჩაიდება

AutoSharing Option
რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი "მილანის" ყიდვით დაინტერესებული არაა. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

რამდენიმე დღის წინ გაზეთმა Libero-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენს "როსონერის" შეძენა სურდა და ამით დაინტერესებული იყო.

გუშინ კი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი უსმანოვის წარმომადგენელმა გააკეთა, რომლის თქმით, რუს მილიარდერს "მილანის" წარმომადგენლებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

აქვე გეტყვით, რომ "როსონერის" არაბ ბიზნესმენ საიდ ალ-ფასლისაც უკავშირებენ. იტალიური კლუბის ამჟამინდელ მფლობელ იონგ ჰონგ ლის ფინანსური პრობლემები აქვს, რომელსაც ჯერ ვერ აგვარებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მილიარდე"ლ"ი არა რაა, ქართულს ვცეთ პატივი
valderrama
10:26 23-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული