რამდენიმე დღის წინ გაზეთმა Libero-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენს "როსონერის" შეძენა სურდა და ამით დაინტერესებული იყო.
გუშინ კი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი უსმანოვის წარმომადგენელმა გააკეთა, რომლის თქმით, რუს მილიარდერს "მილანის" წარმომადგენლებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
აქვე გეტყვით, რომ "როსონერის" არაბ ბიზნესმენ საიდ ალ-ფასლისაც უკავშირებენ. იტალიური კლუბის ამჟამინდელ მფლობელ იონგ ჰონგ ლის ფინანსური პრობლემები აქვს, რომელსაც ჯერ ვერ აგვარებს.