კიელინიმ და კუადრადომ ვარჯიში დაიწყეს და "რეალთან" ითამაშებენ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ და ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ ტრავმები მოირჩინეს, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს და "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.

კიელინი იტალიის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა, კუადრადოს კი ტრავმის გამო 3 თვეზე მეტი გაუცდა. ჯერ უცნობია შეძლებენ თუ არა ისინი "მილანთან" ასპარეზობას.

სავარაუდოდ "სამეფო გუნდთან" ვერ ითამაშებენ ალექს სანდრო და ფედერიკო ბერნარდესკი, რომლებიც ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, "იუვე" როსონერის შაბათს, ბლანკოსს კი ოთხშაბათს შეხვდება.