Football Espana-მ კი იუწყა, რომ როხიბლანკოს სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა ფეხბურთელის ძმას ესაუბრა და კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
ამაზე კომენტარის გაკეთება ბიანკონერის თავკაცს მასიმილიანო ალეგრის სთხოვეს. აი, რა თქვა ალეგრიმ: "სიმეონეს ეგ ბიჭი სადილზე მაინც დაეპატიჟებინა. პაულოსთვის სეზონის კარგად დასრულებაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან იტალიის პირველობის დარჩენილი მატჩები აქვს ჩასატარებელი და მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გაემგზავროს".