მანჩინი იტალიის ნაკრებს ჩაიბარებს და ბალოტელის დააბრუნებს

AutoSharing Option
"ზენიტის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი რომში იყო ჩასული იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოსალაპარაკებლად.

"გაზეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ მოელაპარაკა და სეზონის დასრულებისთანავე სკუადრა აძურას თავკაცად დაინიშნება. გამოცემის მტკიცებით, მანჩიო ეროვნულ გუნდში თავის ყოფილ შეგირდს, "ნიცას" თავდამსხმელს მარიო ბალოტელის დააბრუნებს, რომელსაც ნაკრებში 2016 წლის შემდეგ არ უთამაშია.

რობერტომ "ზენიტი" შარშან ჩაიბარა და 3+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
ასევე დაგაინტერესებთ