ალისონი 1.5-მილიონიანი ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდას მოითხოვს

AutoSharing Option
"რომას" ყოჩაღი ბრაზილიელი მეკარე ალისონი თანახმაა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელოს, ოღონდ ანაზღაურების მომატებას მოითხოვს.

მისი ამჟამინდელი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონი ევროა და უნდა 5 მილიონი ჰქონდეს. ჯალოროსი მზადაა 25 წლის გოლკიპერს ხელფასი 4 მილიონამდე გაუზარდოს. მოკლედ, ვაჭრობენ.

"რომას" სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ განაცხადა, რომ ალისონი არ იყიდება და ამიტომ მის სატრანსფერო ფასს არ დაასახელებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული