"იუვენტუსი" არგენტინელ ფეხბურთელს 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის, თვითონ კი 30 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ 94 მილიონ ევროდ შეიძინეს "ნაპოლისგან". ორ სეზონში იგუაინმა 55 გოლი გაიტანა.
როგორც გამოცემა წერს, თუ ედისონ კავანი დატოვებს პსჟ-ს, მაშინ ფრანგული კლუბი არგენტინელს იყიდის. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ კლუბმა იგუაინი "ჩელსის" ალვარო მორატაში გაუცვალოს.