"იუვენტუსი" მანძუკიჩის მორატათი შეცვლას გეგმავს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა მარიო მანძუკიჩმა ამ სეზონში 41 მატჩში 10 გოლი გაიტანა, "იუვენტუსის" ხელმძღვანელები თვლიან, რომ საკმარისად შედეგიანი არაა და გასხვისებას უპირებენ.

პრობლემა კი ისაა, რომ 32 წლის ხორვატის სამსახურით არავინ არაა დაინტერესებული.

ბიანკონერის მის შემცვლელად "ჩელსის" ფორვარდის ალვარო მორატას დაბრუნება სურს. "არისტოკრატები" მზად არიან მორატა ერთწლიანი არენდით დაუთმონ "იუვეს", ოღონდ გაისად ტურინულმა კლუბმა მისი კონტრაქტი 62 მილიონ ევროდ უნდა გამოისყიდოს.

ისიც გახდა ცნობილი, რომ "ბებერი ქალბატონი" თავდამსხმელ გონსალო იგუაინს 50 მილიონად ყიდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული