პსჟ-მა ბუფონს ორსეზონიანი კონტრაქტი შესთავაზა, მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს

AutoSharing Option
40 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა, კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

დღეს ჯიჯიმ ოფიციალურად განაცხადა "იუვენტუსიდან" წასვლის შესახებ, თუმცა დამსახურებულ პენსიაზე გასვლას სულაც არ აპირებს.

Canal Plus-ის ცნობით, მას "პარი სენ ჟერმენმა" ორსეზონიანი კონტრაქტი შესთავაზა და მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუფონის სამსახურით "ლივერპულია" დაინტერესებული, მაცდუნებელი წინადადებით მიმართავს და იმის გათვალისწინებით, რომ ეს გუნდი ძველ დიდებას იბრუნებს, სულაც არაა გამორიცხული ტრანსფერის გაჩარხვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული