ხვალ "იუვენტუსი" ახალ მეკარეს გაიფორმებს და ვოიცეხ შენსნის კონკურენტი გამოუჩნდება

AutoSharing Option
დღეს დილიდან იტალიური პრესა იუწყება, რომ ტურინის "იუვენტუსმა" "ჯენოადან" მატია პერინის ტრანსფერი სრულყო და 25 წლის კარის დარაჯი მალე "ბებერი ქალბატონის" ფორმას მოირგებს.

პერინის ტურინში ხვალ ელოდებიან, რათა "იუვენტუსთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

იტალიის ჩემპიონი კლუბი მის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონში ანაზღაურების სახით კი 2,5 მილიონ ევროს გადაუხდის.

პერინის ძირითადი კარიერა "ჯენოაში" აქვს გატარებული, თითო სეზონი კი "პესკარასა" და "პადოვაში" იყო განათხოვრებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული