"მილანმა" "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა, უეფას გადაწყვეტილებას კი გაასაჩივრებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანი" უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როგორც იცით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით, "როსონერი" მომავალ სეზონში ევროპულ ტურნირებზე ვერ იასპარეზებს.

შესაბამისად, "სან სიროს" ბინადართა ადგილს ევროპის ლიგაზე ფლორენციის "ფიორენტინა" დაიკავებს.

პარალელურად, Sky Italia ავრცელებს ცნობას, რომ "მილანმა" "ჰამბურგიდან" 22 წლის ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი დაიმატა.

ახალგაზრდა ხორვატზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ის "ბარსელონაშიც" კი ირიცხებოდა, თუმცა კატალონიურ კლუბში კარიერა ვერ აეწყო და ესპანელებმა "ჰამბურგში" გაყიდეს.

ჰალილოვიჩი ბოლოს განათხოვრებით "ლას პალმასში" ირჯებოდა. ხორვატი უკვე მილანში იმყოფება და დღეს
სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

altკრიზისის დასაწყისი? - უეფამ "მილანი" ევროთასებიდან მოკვეთა და 30 მლნ ევროთი დააჯარიმა