ოფიციალურად: "მილანს" ახალი მფლობელი ჰყავს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც იონგჰონგ ლიმ 32 მილიონი ევროს გადახდა ვერ შეძლო, კლუბი "ელიოტ მენეჯმენტის" მმართველობაში გადავიდა.

აღნიშნული ამერიკული ფონდის მიზანია, გუნდში სტაბილური ვითარება შექმნას და სწორი მენეჯმენტით "როსონერი" წარმატებამდე მიიყვანოს.

"ელიოტ მენეჯმენტისთვის" პატივია "მილანის" ფლობა და მზადაა, კლუბს მხარში დაუდგეს ასეთ რთულ ვითარებაში და მას ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლაშიც დაეხმაროს", - წერია განცხადებაში.

ამას გარდა, "ელიოტ მენეჯმენტი", რომელმაც ლის "მილანის" საყიდელი კრედიტი მისცა, მიმდინარე დავალიანების დაფარვას ითხოვს. ფონდმა ამის შესახებ უეფასაც აცნობა.

19-20 აპრილს ნიონში დაგეგმილ შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი უნდა
განიხილონ.

altკრიზისის დასაწყისი? - უეფამ "მილანი" ევროთასებიდან მოკვეთა და 30 მლნ ევროთი დააჯარიმა

alt"მილანი" ფინანსური კრიზისი დაძლევას ლეონარდო ბონუჩის გაყიდვით შეეცდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰჰ, რა დრო დაგიდგა ჩემო მილანო :(
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული