"მილანს" შეტევის გაძლიერება გონსალო იგუაინით ან ალვარო მორატათი სურს

AutoSharing Option
"მილანი" შეტევის გასაძლიერებლად ორ ვარიანტს, გონსალო იგუაინის ანდაც ალვარო მორატას ტრანსფერს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელის "იუვენტუსიდან" აბარგება გადაწყვეტილი ამბავია.

გასარკვევი კი მხოლოდ ერთი რამაა, სად განაგრძობს კარიერას "პიპიტა"?

სამხრეთამერიკელს ორი ვარიანტი აქვს. პირველი, მას ლონდონის "ჩელსიში" ყოფილი მწვრთნელი მაურისიო სარი ეპატიჟება და მეორე, როგორც უკვე ვწერდით, "მილანია".

იტალიური პრესა ასევე ავრცელებს ცნობას, რომ თავად გონსალოს იტალიაში სურს დარჩენა.

იმ შემთხვევაში, თუ იგუაინი კარიერის გაგრძელებას "ჩელსიში" არჩევს, მაშინ "მილანს" ალტერნატივად ალვარო მორატა რჩება და ესპანელიც "სან სიროს" მიაშურებს.

altSportmediaset: "მილანის" ახალი

პატრონები ჯენარო გატუზოს ამ დღეებში გადააყენებენ

alt"მილანის" ახალი ფორმის პრეზენტაციაზე მაისურზე ჰაქან ჩალჰანოღლუს გვარი არასწორად ეწერა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული