რონალდომ "იუვენტუსში" პირველი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
"იუვენტუსის იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ამერიკულ ტურნეზე არ გაემგზავრნენ,  დღეს თავის საწვრთნელ ბაზაზე სპარინგი გამართეს - პირველი გუნდი დუბლებს შეხვდა, 3:0 დაამარცხა და "იუვეში" პირველი გოლი თავდამსხმელმა რონალდომ გაიტანა.

ძირითად გუნდში შვებულებიდან დაბრუნებულმა ხუან კუადრადომ, როდრიგო ბეტანკურმა, პაულო დიბალამ და ლეონარდო ბონუჩიმ ითამაშეს.

რონალდოს გარდა გოლები კუადრადომ და დიბალამ გაიტანეს.

"იუვე" სრული შემადგენლობით მზადებას ოთხშაბათს შეუდგება. გუნდს მარიო მანძუკიჩი და ბლეზ მატიუიდი შეუერთდებიან.

"იუვენტუსმა" რონალდოს 55 ათასი მაისური გაყიდა და ბიუჯეტი 6.5 მილიონი ევროთი შეივსო. მაისურების პირველი პარტია სრულად რეალიზებულია, არ
ელოდნენ თუ ასეთი მოთხოვნა იქნებოდა და მეორე პარტია მზად მხოლოდ სექტემბრის ბოლოს იქნება.

alt"რეალმა" აშშ-ში "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა [VIDEO]

altკარლ-ჰაინც რუმენიგე: 33 წლის რონალდოში 112 მილიონს არ გადავიხდიდით

altდე ლაურენტისი: რონალდოს ტრანსფერი ბანალური პიარია

მკითხველის კომენტარები / 2 /
მივულოცოთ, ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია ძალიან მნიშვნელოვან თამაშში.
გულშემატკივარი
09:44 06-08-2018
4
ავტორ, 55 000 მაისური კიარა 550 000 მაისური გაიყიდა მსოფლიო მაშტაბით
ირაკლი
09:41 06-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული