სწავლა სიკვდილამდე - რეინა დონარუმასთან ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს

AutoSharing Option
"მილანის" ახალწვეულმა მეკარემ პეპე რეინამ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გუნდის გამოცვლას აპირებს.

"პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ დონარუმათი. შესანიშნავი ახალგაზრდაა. მისგან ბევრს ვისწავლი და შევეცდები, კონკურენცია გავუწიო. ამით ორივენი მოვიგებთ და გუნდიც მოგებული დარჩება.

ადგილი ძირითად შემადგენლობაში? ყველას მსგავსად ამისათვის მეც ვიბრძოლებ. დანარჩენი გატუზოს გადასაწყვეტია. ყველაფრის მიუხედავად "მილანში" ვაპირებ დარჩენას".

პეპე "ნაპოლიში" 2015 წლიდან ასპარეზობდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, როსონერისთან კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ცნობისათვის, რეინა 35 წლისაა, დონარუმა კი - 19-ის.

alt19

დღის წინ "მილანში" გადასული რეინა შეიძლება "ჩელსიში" გადაბარგდეს

altპეპე რეინასა და კიდევ ორ იტალიელ ფეხბურთელს ნეაპოლურ მაფიასთან კავშირის გამო დისკვალიფიკაცია ელით

alt"მილანმა" რეინა მუქთად აიყვანა და მზადაა დონარუმა ძვირად გაყიდოს






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული