კრიშტიანო რონალდო: ბავშვობაში ვოცნებობდი "იუვენტუსში" მეთამაშა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ გუშინ Juventus TV-ს ინტერვიუ მისცა და ტურინული კლუბისადმი, ქება-დიდების შემცველი სიტყვები არ დაიშურა.

"აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ყველაფერი კარგად მიდის. ნამდვილად, ბედნიერი ვარ.

"იუვენტუსი" უდიდესი კლუბია და ბავშვობაში, როდესაც მის თამაშებს ვუყურებდი, ვოცნებობდი, ამ გუნდის მაისურით მეც მეთამაშა.

"იუვენტუსი" იტალიაში საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია".

რონალდოს ასევე დაეკითხნენ ტურინში "რეალის" მაისურით გატანილ გოლზე, რომელსაც "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.

რა გავლენა მოახდინა ამ ბურთმა მის გადაწყვეტილებაზე, გადასულიყო "იუვენტუსში".

"ასეთი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში აქამდე არასდროს მომხდარიყო და
ამის შემდეგ ტურინული კლუბი უფრო მეტად დავაფასე.

პატარა დეტალები დიდი გადაწყვეტილების მიღებაში ყოველთვის გეხმარება. ვერ ვიტყვი, რომ ამან ტურინში გადმოსვლაში გადამწყვეტილი როლი ითამაშა, თუმცა ამან ჩემს გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო", - აღნიშნა რონალდომ.

altდანი სებალიოსი: "რეალს" რონალდოს არყოფნა არც შეემჩნევა

altროცა მივდივართ, ის კიდევ ვარჯიშობს - დუგლას კოშტა კრიშტიანო რონალდოთი აღფრთოვანებულია

ასევე დაგაინტერესებთ