ეს დაუჯერებელია, მაგრამ ნაკაწრიც კი არა მაქვს - დავიდე კაპელო მანქანით ხიდიდან გადავარდა

AutoSharing Option
დღეს გენუაში 70 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და 30 ადამიანი გარდაიცვალა. ხიდიდან საკუთარი ავტომობილით გადავარდა "კალიარის" ყოფილი მეკარე დავიდე კაპელო და საღსალამათი გადარჩა.

"საოცრებაა, რომ ცოცხალი გადავრჩი. ჯერ ხმა გავიგე და შემდეგ ყველაფერი ჩაინგრა. ჩემი მანქანა 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და კოლონებთან ქვიშაში ჩაერჭო. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ნაკაწრიც კი არა მაქვს.

ამ ხიდზე არაერთხელ ვყოფილვარ, იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია. ნამდვილი შოკი იყო. ვერ წარმომიდგენია, როგორ გადავრჩი", - განუცხადა კაპელომ Football Italia-ს.