ფრანგული კლუბი, ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
სტროოტმანი "ოლიმპიკთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გავრცელებული ინფორმაციით, სეზონში 6-7 მილიონს გამოიმუშავებს.
მას "მარსელში" ყოფილი მწვრთნელი რუდი გარსია დახვდება, რომელთან ერთადაც იტალიაში მუშაობდა.
სტროოტმანი "რომაში" 2013 წელს პსვ-დან გადავიდა. ჰოლანდიელს თავდაპირველად ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და იტალიური პრესა "ჯალოროსის" გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.
"ლივერპულის" გულშემატკივრის ცემისათვის "რომას" ფანს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს