"მილანმა" "რომა" კუტრონეს მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში "მილანმა" "სან სიროზე" 2:1 სძლია "რომას".

"რომას" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ სამი ცენტრალური მცველით ათამაშა თავისი გუნდი, რათა დაცვა უფრო საიმედო ყოფილიყო, თუმცა ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს, რომაელები კი საკუთარ საჯარიმოს იყვნენ მიჯაჭვულნი. მე-40 წუთზე შეტევაში როდრიგესი ჩაერთო, კესიეს უპასა და მან ანგარიში გახსნა.

59-ე წუთზე ჯალოროსიმ საპასუხო გოლი გაიტანა - კალაბრიამ უხეიროდ გამოიტანა ბურთი, რითაც ფასიომ ისარგებლა.

მერე იგუაინმა გაიტანა ბურთი, მაგრამ მსაჯმა ვედეოგამეორების ნახვის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ვიდეოგამეორებას არბიტრმა კიდევ ერთხელ მიმართა, როდესაც ბურთი როსონერის კარის ბადეში აღმოჩნდა. რეფერიმ დაასკვნა, რომ ნზონზიმ ხელით ითამაშა.

ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა კუტრონემ იგუაინის პასით გამარჯვება "მილანს" მოუპოვა.

მილანი. "სან სირო".
მილანი - რომა 2:1
გოლები: 1:0 კესიე (40), 1:1 ფასიო (59), 2:1 კუტრონე (90+4)

მილანი: დონარუმა, მუსაკიო, როდრიგესი (ლაკსალტი 76), კალაბრია, რომანიოლი, ბონავენტურა (კუტრონე 84), ბილია ჩალჰანოღლუ (კასტილიეჰო 81), კესიე, სუსო, იგუაინი

რომა: ოლსენი, ფასიო, მარკანო (ელ შაარავი 46), კოლაროვი, მანოლასი, ნზონზი, დე როსი, პასტორე (კრისტანტე 68), კარსდორპი (სანტონი 77), შიკი, ჯეკო
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანმა ძალიან გადაახალისა შემადგენლობა და ვერ მოასწრო შეთამაშება,ამის გამო ის ქულებსაც დაჰკარგავს.მაგრამ,ის ახლა უკვე კარგი გუნდია,ხოლო შემოდგომის ბოლოდან, ალბათ უკვე ერთ ერთი საუკეთესო იქნება,სერია ა-ში.იგი ლიგიდანაც თავისუფალია და ესეც დაეხმარება მედლებისათვის ბრძოლაში.ასე რომ მაისში, მას ალბათ სამეულში უნდა ველოდოთ.
სოსო
12:35 01-09-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული