მადრიდის "რეალის" ექიმმა კრიშტიანო რონალდოს წარმატების 3 მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ექიმმა ხუან კარლოს ერნანდესმა კრიშტიანო რონალდოს წარმატების მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა.

ერნანდესი პორტუგალიელთან მადრიდში ყოფნის დროს მუშაობდა. სპეციალისტმა იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც რონალდო 33 წლის ასაკშიც კი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.

"რონალდოს წარმატების სამი ძირითადი მიზეზი - სწორი ვარჯიშები, სწორი კვება და სწორი დასვენებაა. რონალდოსა და სხვა ფეხბურთელებს შორის განსხვავება ისაა, რომ ის თავის საქმის ძალიან ერთგულია. ის არასდროს ჩერდება და მუდმივად მუშაობს", - ციტირებს ექიმს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის რონალდოს ფიზიკური მდგომარეობა 20 წლის ფეხბურთელისას
ჰგავს.

altკარლოს ტევესი: მესი ნიჭია, რონალდო კი - შრომის ნაყოფი

altვისი იდეა იყო კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი ტურინის "იუვენტუსში"?

altუბერებელი რონალდო - კრიშტიანოს ფიზიკური მდგომარეობა 20 წლის ფეხბურთელის მსგავსია

ასევე დაგაინტერესებთ