პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა

AutoSharing Option
"ჯენოას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ივან იურიჩი ჩეზარე პრანდელიმ შეცვალა, რომელიც ცნობილია "ფიორენტინასა" და იტალიის ნაკრებში მუშაობით.

პრანდელი "ჯენოას" რიგით მე-3 მწვრთნელია ბოლო 4 თვის განმავლობაში. სეზონი დავიდე ბალარდინიმ დაიწყო. იურიჩმა ის ოქტომბრის დასაწყისში შეცვალა.

"ჯენოას" მფლობელი ენრიკო პრეციოზი კლუბში ყოფნის 15 წლის განმავლობაში უკვე მე-15 მწვრთნელს ნიშნავს თანამდებობაზე. სხვათა შორის, იურიჩი რეკორდსმენია, მან "ჯენოაში" 3-ჯერ იმუშავა.

ამ დროისთვის "ჯენოა" 14 ქულით სერია A-ში მე-14 ადგილს იკავებს.

მომზადებულია genoacfc.it-ის მიხედვით