სერია A-ს მე-16 ტურში "იუვენტუსმა" "ტორინოს" 1:0 სძლია.
გოლი მანჯუკიჩის მონადირებული პენალტით რონალდომ გაიტანა.
"იუვენტუსმა" 46 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "ნაპოლის", რომელიც სტუმრად "კალიარის" დაუპირისპირდება, 11 ქულით უსწრებს.
"იუვემ" 16-დან 15 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ევროპის ტოპ-5 ლიგის რეკორდი გაიმეორა.
ტურინი. "ოლიმპიკო"
ტორინო - იუვენტუსი 0:1
გოლი: რონალდო (70, პენ)
ტორინო: სირიგუ (იჩასო 20), ანსალდი (პარიჯინი 75), ნ'კულუ, ისო, ჯიჯი, აინა (ბერენგერი 84), რინკონი, მეიტე, ბაზელი, ძაძა, ბელოტი
იუვენტუსი: პერინი, ბონუჩი, კიელინი, სანდრო, დე შილიო, მატიუიდი, პიანიჩი, ჩანი, რონალდო, მანჯუკიჩი, დიბალა