29 დეკემბერს, სერია A-ს მე-19 ტურის დასკვნით მატჩში "მილანმა" საკუთარ მოედანზე ძლივს მოუგო 2:1 "სპალს".
"მილანმა" 31 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე დამკვიდრდა და 12 იანვარს სტუმრად "ჯენოას" შეხვდება.
როსონერიმ 5-მატჩიანი მოუგებელი და 395-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულაღა აშორებს.
გონსალო იგუაინმა ყველა ტურნირზე 9-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. ბოლოს მას გოლი 28 ოქტომბერს ჰქონდა გატანილი.
მილანი. "სან სირო"
მილანი - სპალი 2:1
გოლები: 0:1 პეტანია (13), 1:1 კასტილეხო (16), 2:1 იგუაინი (64)
გაძევება: სუსო (89, მილანი)