ანტონიო კასანო: ყველაფერი სწორად რომ მეკეთებინა, მესისნაირი გავხდებოდი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "რომას" ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო წუხს, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა, - იტყობინება RMC Sport-ი.

36 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ შეეძლო "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის დონისთვის მიეღწია.

"როგორც ტოტიმ თქვა, ჩემი პოტენციალის მხოლოდ 50 პროცენტი გამოვიყენე. ბევრი შეცდომა დავუშვი, ვარჯიში არ მინდოდა. ყველაფერი სწორად რომ მეკეთებინა, მესისნაირი გავხდებოდი. არგენტინელი ფეხბურთის ისტორიაში დარჩება", - თქვა კასანომ.

იტალიელმა კარიერის განმავლობაში "რომაში", მადრიდის "რეალში", "მილანში", "სამპდორიაში", მილანის "ინტერსა" და სხვა კლუბებში ითამაშა. საკუთარი ხასიათის გამო მან
ვერც ერთი კლუბის ძირითადში ვერ დაიმკვიდრა ადგილი.

იტალიის ნაკრების მაისურით კი კასანომ 39 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ფორვარდმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.
ასევე დაგაინტერესებთ