აარონ რამსიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი და ზღაპრულ ხელფასს აიღებს

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" თავისი ოფიციალური საიტით "არსენალის" ნახევარმცველ აარონ რამსისთან ხელშეკრულების გაფორმება იუწყა.

ის "იუვეში" 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, როდესაც "მეთოფეებთან" კონტრაქტი დაუსრულდება.

"იუვენტუსში" რამსის სეზონური ანაზღაურება 23 მილიონი ევრო იქნება.

"არსენალს" უნდოდა მისი დატოვება, მაგრამ სახელფასო მოთხოვნა ვერ დაუკმაყოფილა.

ამ სეზონში პრემიერლიგაზე აარონმა 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ევროპა ლიგაზე 3 შეხვედრაში 1 გატანილი გოლია.