"რომას" მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დანიშნეს

AutoSharing Option
"რომა" გუნდის მწვრთნელად კლაუდიო რანიერის დანიშვნას იუწყება.

რანიერი ჯალოროსოში სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

გუშინ რომაულმა კლუბმა მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" დამარცხების (1:3) და ტურნირიდან გამოვარდნის გამო გადააყენა.

რაც შეეხება რანიერის, 28 თებერვალს "ფულჰემის" მენეჯერის პოსტიდან გადააყენეს, სადაც 3.5 თვე იმუშავა.

26 ტურის შემდეგ 44 ქულით "რომა" სერია A-ში მე-5 ადგილზეა და 11 მარტს "ემპოლის" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია როგორი ლუზერიც იყო ისე გააგრძელებს
ზეზვა
20:23 08-03-2019
10
იმედია ლესტერივით წარმატებულ სეზონს ჩაატარებს წელს მე3 ადგილზე გაისად ჩემპიონი
ტოტტი
20:16 08-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული