ალესანდრო დელ პიერო: რონალდო "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძინა - გეგმა მუშაობს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ იმაზე ისაუბრა, თუ რა მიზნით შეიძინა ტურინულმა კლუბმა თავდამსხმელი რონალდო.

"ატლეტიკოსთან" ჩვენი ფეხბურთელები განუმეორებელნი იყვნენ. თუმცა, ვინც "იუვენტუსს" იცნობს, ეს არ გაკვირვებია. იდეალურად თამაში იყო საჭირო და მეტოქე უბრალოდ დაიკარგა.

ეს "იუვენტუსი" ისტორიას წერს და ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. რონალდო ამისათვის შეიძინეს და თუ ამ სეზონში ეს ვერ მოახერხეს, აუცილებლად წარუმატებლობად ჩაითვლება.

პროექტი რონალდოსთან ერთად ტურნირის მოგებაა, მისი კონტრაქტი კი რამდენიმე წლიანია. ასე რომ, დრო არის. რა თქმა უნდა, უკეთესია ადრე მოიგონ.

"იუვენტუსი"
ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ "აიაქსთან" რთული მატჩები ელის. მაგრად გაუსწორდნენ "რეალს".

რონალდო ჩემპიონია, რომელიც ყველგან იმარჯვებს და იცის, როგორ ჩაატაროს ასეთი შეხვედრები. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძინეს და ჯერჯერობით გეგმა შესანიშნავად მუშაობს", - განუცხადა დელ პიერომ "მარკას".



ასევე დაგაინტერესებთ