"ემპოლის" მეკარემ ბერგამოში თავი გაიგიჟა - ლევან მჭედლიძეს არ უთამაშია

AutoSharing Option
15 აპრილს, სერია A-ს 32-ე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" სტუმრად" "ატალანტას" დაუზავდა - 0:0.

ამ მატჩში მჭედლიძე სათადარიგო იყო, სტუმრები კი 21 წლის პოლონელმა მეკარემ, ბართოლომეი დრონგოვსკიმ გადაარჩინა, რომელმაც 17-ჯერ მოიგერია ბურთი. ეს 2004/05 წლების სეზონის შემდეგ იტალიის ჩემპიონატზე გოლკიპერის საუკეთესო მაჩვენებელია. დრონგოვსკი "ემპოლის" "ფიორენტინადან" იჯარით ჰყავს აყვანილი.

საერთოდ, ამ შეხვედრაში მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, კარისკენ 45-ჯერ დაარტყეს ბურთი (ეს ბოლო 3 სეზონის რეკორდია) და მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

"ემპოლი" 29 ქულით მე-18 ადგილზეა და 20 აპრილს "სპალს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული