"ინტერის" ტიფოზებმა "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო დასცინეს

AutoSharing Option
27 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "ინტერისა" და "იუვენტუსის" მატჩი 1:1 დასრულდა. ტრიბუნებზე მასპინძელთა გუნდის გულშემატკირებმა მეტოქე გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო დასცინეს.

"ინტერის" ტიფოზებმა პერფომანსი მოაწყვეს "Game Over" (თამაში დასრულებულია) და "Oops... You Did It Again" (თქვენ ეს ისევ გააკეთეთ), ხელში კი მუყაოს ჩემპიონთა ლიგის თასი ეჭირათ, რომელზეც "აიაქსის" სარეცხი ფხვნილი იყო გამოსახული.

შეგახსენებთ, "იუვე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან "აიაქსმა" გამოაგდო, ხოლო "ინტერი"  უკანასკნელი იტალიური გუნდია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
იუვეზე მეტი ნამდვილად აქვს გაკეთებული! 3 ლიგა ბლიუვეს 2!!!
Lasha
29 აპრილი 2019 14:39
2
ეს ბებერი ქალბატონი ეს,))) forca inter!!!!
გგგგგ
29 აპრილი 2019 14:19
1
რას და 3 ლიგა აქვს.ის 3 ლიგა,რომლის მოსაგებად მთლიანი ტურინი ხელფასს ერთ კაცს უხდის და უკვე 7 ფინალი აქვს წაგებული. იალიაში საუკეთესოა. ევროპაში ინტერთან და მილანთან დიდი გზაა
ოზა
29 აპრილი 2019 09:38
0
ინტერის დასაცინი რა სჭირს იუვეს ლიგაზე თავად რას მიუღწევია, იუვეზე მეტს? მილანის ფანობას, რომ ექნა კიდე ჰო.დდდ
Kkk
28 აპრილი 2019 17:48
8

სიახლეები პოპულარული