რონალდომ "იუვენტუსი" "ტორინოსთან" წაგებას გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს, სერია A-ს 35-ე ტურში "იუვენტუსისა" და "ტორინოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

"იუვე" უკვე ჩემპიონია, უმოტივაციოა და ამ მატჩს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დააკარგვინა თანაქალაქელებს ქულები.

ანგარიში "ტორინოს" ნახევარმცველმა საშა ლუკიჩმა გახსნა, საპასუხო გოლი კი რონალდომ გაიტანა.

რონალდომ ჩემპიონატზე 21-ე გოლი გაიტანა, კშიშტოფ პიონტეკს (მილანი) და დუვან საპატას (ატალანტა) დაეწია და მხოლოდ ფაბიო კვალიარელას (სამპდორია) 2 გოლით ჩამორჩება.

მან საკლუბო კარიერაში თავურით მე-100 გოლი გაიტანა.

"ტორინომ" 57 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დარჩა.

12 მაისს,
მომავალ ტურში "იუვენტუსი" სტუმრად "რომას" შეხვდება, "ტორინო" კი "სასუოლოს" უმასპინძლებს.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი".
იუვენტუსი - ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ლუკიჩი (18), 1:1 რონალდო (84)
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერე კიდე მესიო იტყვიან, ნახეთ ტორინოსთან დერბში წაგებას გადაარჩინა გუნდიაა, მაგარიაა ეს შობელძაღლი, რა მეს რის მესი
aglagla
00:55 04-05-2019
26
დაგეწვას ბუცები:DD ვხუმრობ რა თქმა უნდა :)))წარმატებები რონალდო როგორც ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და იმედია კიდევ დიდი ხანი ვიქნებით შენი და მესის დიადი ეპოქის მომსწრენი :**
1

სიახლეები პოპულარული